ილიას სახელობის უნივერსიტეტში, ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ამის შემდეგ თავი მოიკლა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ქალბატონი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძეა, რომელიც ქმარს ორიოდე თვის წინ გაშორდა.