დღეს, 17 ოქტომბერს, საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება.
დაცვის მხარის განცხადებით, იმის გათავლისწინებით, რომ მტკიცებულებები შეუსაბამო და წინააღმდგობრივია განაჩენი აუცილებლად გამამართლებელი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად ბრალდებულები არიან გიორგი მაზმიშვილი, მეგის და ლევან ქარდავები.
გამოძიება ბაჩო ახალაიას, გაქცევის ორგანიზების აღიარების მიზნით, პატიმართა ფიზიკურ ზეწოლას ედავება.
გამოძების ინფორმაციით 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია წინასწარ იყო დადგმული.