ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში მოკლული ტაქსის მძღოლის ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოსთან შეიკრიბენ და თბილისი-სენაკი ლესელიძის გზის მონაკვეთის გადაკეტვა სცადეს.
გოდერძი შამუგია სოფელ დარჩელში მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დადგენილია მკვლელის ვინაობა და პოლიცია მის დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.როგორც შსს-ში აცხადებენ ეჭვმიტანილი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.