მილანში იწყება სამიტი, რომელზეც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს უნდა შეხვდდნენ. რიგით მეათე შეხვედრა "აზია -ევროპა" სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრიბის მეთაურთა დონეზე იმართება.
ამ შეხვედრას ასევე დაესწრებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ამ საერთაშორისო ფორუმის წევრი არ არის.
შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის თავმჯდომარეობით გაიმართება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შესახებ საკითხი ამ შეხვედრის კულუარებში აქტიურად იქნება განხილული. ასევე გათვალისწინებულია პეტრო პოროშენკოს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.