"დასავლეთის მცდელობები ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მხოლოდ და მხოლოდ ართულებს სიტუაციის დარეგულირებას",_ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერბული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში.
"ჩვენ პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ მცდელობები ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, ცალმხრივი, არალეგიტიმური შემზღუდავი ნაბიჯებით დარეგულირებას არ აახლოვებს და მხოლოდ დიალოგს ართულებს",_ აცხადებს პუტინი და იმედს გამოთქვამს, რომ დასავლეთი გაიხსენებს იმას თუ "რისი მაუწყებელია განხეთქეილება დიდ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის" და უარს იტყვის "შანტაჟის მცდელობებზე".
ამასთან ერთაც ის "კონსტტრუქციული თანამშრომლობისათვის" მზადყოფნას გამოხატავს.
მისივე თქმით, სანქციებით რუსეთის იზოლირება არ მოხერხდება, სამაგიეროდ ეს "ევროპის ეკონომიკურ ჯანმრთელობასა და დავავლური კომპანიების რეპუტაცის" უქმნის საფრთხეს.