ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლი მოკლეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის დადგენილია მკვლელის ვინაობა და პოლიცია ახორციელებს საგამოძიებო ღონისძიებებს მის დასაკავებლად. როგორც შსს-ში აცხადებენ ეჭვმიტანილი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.