საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და თვადცვის ყოფილის მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმე რიყისა და ტელე-იმედის გასხვისებას ეხება.
დღევანდელ სხდომაზე თბილ-სერვისის ეპიზოდი განიხილება. სხდომას დაესწრება ქალაქის ყოფილი მერი.
უგულავასა და კეზერაშვილს ბრალი ედებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე, თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში.