,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და ე.წ. ,,ნარკოკარტელის საქმეზე'' მსჯავრდებული პირების ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. გახმაურებელ საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურაში 4 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება წინსვლა არც ერთი მიმართულებით არ არის. უკანონოდ გასამართლებულები ნუგზარ ბოჭორიშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, რომარ მესუმიანი, მევლუდ სვანიძე და გიორგი ჩეჩელაშვილი ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან, რადგან სწორედ მერაბიშვილის მიერ იქნა შეთითხნული საქმე რომელსაც საზოგადოება ,,ნარკოკარტელის საქმედ'' იცნობს. აღნიშნული საქმიდან ამოღებული მილიონ შვიდასი ათასი ევრო სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ნუგზარ ბოჭორიშვილს მოპარეს და მიითვისეს და ბიუჯეტში თეთრიც არ შეიტანეს.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით:
,,საქართველოს მთავარ პროკურატურაში ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცალკე 4 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება:
1. დათა ახალაიას მიერ ასი ათასობით ევროს დატაცებას, რომლის ნაწილიც - 150 000 ევრო - მან გადაბირების დროს გადასცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ სურმავას. ამას იძიებენ ორი წელია, მაშინ როდესაც ფაქტები უკვე დადასტურებულია.
2. ქალაქ თბილისის პროკურატურაში არის საქმე, რომელიც ეხება 2010 წელს კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ცემა-წამებას. ეს ფაქტები დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით თუმცაღა საქმეზე შედეგი არ არის.
3. საქმე რომელიც სადაც იკვეთება როცა კუდ-ის თანამშრომლების, სოსო თოფურიძის ინიციატივით, როგორ სძალავდნენ სოლიდურ თანხებს ნუგზარ ბოჭორიშვილს. ეს ჩაწერილია, დადასტურებულია დოკუმენტურად და ხალხი მზად არის, მისცეს ჩვენება, თუმცა ამ საქმეზეც არანაირი ძვრა არ არის.
4. და მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სადაც იკვეთება თუ როგორ მიდიოდა მოწმეებზე ზეწოლის როცა მოხდა მათი დაკავება 2010 წელს ნარკოკარტელის საქმეზე. დადასტურებული ფაქტია, რომ ფსიქიკური ნაკლის მქონე პიროვნებებს მიაცემინეს თავის დროზე ჩვენებები, რომელ ჩვენებებსაც დაწეყრდნო ბრალდება.
უფლებადამცველთა გაერთიანება და მსჯავრდებული ოჯახის წევრები მოითხოვენ დროულად მოხდეს საქმეების გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა უკანონოდ გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით.
მეთერთმეტე დღეა ანასტასია ზაუტაშვილი და რომან მესუმიანი შიმშილობენ მოთხოვნით დროულად მოხდეს მათ საქმეების გამოძიება თუმცაღა მათი და მათი ოჯახის წევრების ხუთწლიანი პროტესტი რეაგირების გარეშე რჩება.
პარადოქსია მაგრამ ფაქტია ამ საქმის შემთითხველი ხალხი დღეს გარეთაა ხოლო რეჟიმის მსხვერპლნი კვლავ ციხეში არიან.