ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა ამჯერად გურჯაანის რაიონში. 30 წლის ქალი საკუთარმა მეუღლემ სცემა. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, დაზარალებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით და სისხლჩაქცევებით რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.
ექიმების თქმით, პაციენტს პირველადი დახმარება აღმოჩინეს და იგი ამჯერად უკვე სახლში მკურნალობს.
დაზარალებულის ახლობლები ოჯახური ძალადობის ფაქტს უარყოფენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.