იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. საქამეზე მოსმენა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახაენებთ, 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულია 4 პირი, რომელთაგან, გამოძიების ინფორმაციით, 1 პირი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, 1 კი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ასევე, ყოფილოი თანამშრომელია.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ანგარებით მძევლის ხელში ჩაგდების, იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვასა და გამოყენებაზე მიმდინარეობს.