ჰონკონგში საპროტესტო მოძრაობის წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირიპირება მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიცია შეეცადა დემონსტრანტებისგან გაეთავისუფლებინა მისწისქვეშა გადასასვლელი, ტერიტორიის ადამინისტრაციული შენობის წინ.
ასობით პოლიციელმა გამოიყენა ხელკეტები და ცრელმსადენი გაზი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ პეკინის გეგმებს, შეარჩიოს კანდიდატები 2017 წლის არჩევნებისთვის ჰონკონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო 40-მდე დემონსტრანტი დაკავებულია.
საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები, რომელთა უმეტესობა სტუნდენტია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახდენენ ჰონკონგის ცენტრალური რაიონის კვარტალების ბლოკირებას.
საპროტესტო მოძრაობამ ორგანიზებული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები მკაცრი მეთოდებით დაშალა. ამ შემთხვევის შედეგ ხელისუფლება შეეცადა არ გამოყენებინა ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.