ევროპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი ექსპერტი ბზიგნევ ბზეჟინსკი 2008 წლის აგვისტოს ომსა და ჩეხეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას შორის პარალელებს ავლებს.
საქართველოში რუსული აგრესიის შესახებ ბჟეზინსკიმ ვაშინგტონის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში ისაუბრა.
ბჟეზინსკის განცხადებით, ევროპამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას და რუსეთთან ურთიერთობის დროს უფრო მკაცრო პოზიცია უნდა დაიჭიროს. ბზეჟინსის აზრით, საქართველოს შემდეგ რუსეთის საფრთხე უკრაინასა და ესტონეთს ემუქრება.
"ყველასათვის ცნობილია აგვისტოს მოვლენები, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქართველოარ იყო ნატოს წევრი ქვეყანა. კონფლიქტის შემდეგ რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ. ხელისუფლება შეიძლება დამხობილიყო და ქვეყანაც დანგრეულიყო, ანუმომხდარიყო ის, რაც მოხდა ჩეხოსლოვაკიაში 1969 წელს. საქართველოს რომ წინააღმდეგობა გაეგრძელებინა, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას შეიძლება გავლენა მოეხდინა ნატოზე და ალიანსს შესაძლოა რუსეთისათვის კოლექტიური პასუხიც კი გაეცა. დღეს კი სიტუაცია კვლავ დაძაბულია. რუსეთი აგრძელებს მეზობელ რესპუბლიკებზე ზეწოლას. დიდი საშიშროებაა იმისა, რომ უკრაინაზეც განხორციელდეს აგრესია. რუსეთის ზეწოლასახდენს ესტონეთზეც, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრი ქვეყანაა. რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ _ ვფიქრობთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, ევროპამ უფრო ღიად და თამამად უნდა დააფიქსიროის საკუთარი პოზიცია ყველა ამ ფაქტზე და საგნებს საკუთარი სახელები დაარქვას", _ განაცხადა ბზიგნევ ბზეჟინსკიმ.