საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვენეციის კომისიის საიუბილეო, მე-100 პლენარულ სესიას დაესწრო. საიუბილეო სესიას 65 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სესიაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოსა და სერბეთის სასამართლოს სისტემებთან დაკავშირებული პროექტები და უკრაინის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის ბიუროს წევრები იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯო ნაპოლიტანოს შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილი, ვენეციის კომისიის წევრი 2007 წლიდან, ხოლო კომისიის მმართველი ორგანოს - ბიუროს წევრი 2013 წლის 7 დეკემბრიდანაა.
მასალის გამოყენების პირობები