ბარბარე რაფალიანცის დედის თათია მექერიშვილის განცხადებით, მას 2013 წლის ივლისში შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ. ამის შესახებ, მექერიშვილმა „რუსთავი 2-ისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა მკვლელობის აღიარება სთხოვა, სანაცვლოდ კი 2-3-წლიან სასჯელს დაჰპირდა.
,,რომ შევედი თავი გამაცნო, როგორც ვახტანი, გამომძიებლების უფროსი იყო და მითხრა, რომ ჩვენ გვიმუშავია ბევრ ასეთ ფაქტებზე, როდესაც დედა შვილის კლავს, ან ეშინია და თქვი, რომ შენ მოკალი შვილი და ეს ჩვენს შორის უნდა დარჩესო, ამ შენებობას არ უნდა გასცდესო და, დაახლოებით, 2-3 წელს მოგისჯიან. მე ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არ მომიკვლია, კარგად დამფიქრდიო მითხრა და ვუპასუხე, რომ კარგად დავფიქრდი და ისე ვუთხარი, მაშინ რაც მოხდება თქვენს თავს დააბრალეთო", _ აცხადებს რაფალიანცის დედა.
შეგახსენებთ, 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. საქმე ამ დრომდე გახსნილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები