თხილის ქურდობისთვის მსჯავრდებულ რუსლან პერტაიას შვილებმა ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებასთან ლურსმნებით ხეზე ხელები მიიჭედეს. როგორც, მსჯავრდებულის ახლობლები აცხადებენ პერტაიას დაკავება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირად ინტერესს უკავშირდება.
ისინი მოითხოვენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოინახულოს და პირადად გაეცნოს მის მდგომარეობას.
ქუთაისის ციხეში თხილის ქურდობისთვის დაკავებული რუსლან პერტაია 46-ე დღეა შიმშილობს და მას ამოკერილი აქვს თვალები და პირი.
მსჯავრდებული მისი საქმის გადახედვას ითხოვს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.