ოსლოში ნობელის 2014 წლის მშვიდობის პრემიის ლაურეატები დასახელდდნენ. ესენი არიან: პაკისტანელი სკოლის მოსწავლე გოგონა მალალა იუსუფზაი და 60 წლის უფლებების დამცველი კაილაშ სატიარტი ინგოეთიდან.
ეს პრემია მათ ბავშვებისა და მოზარდების დათრგუნვის წინააღმდეგ და ყველა ბავშვისათვის განათლების უფლების ბრძოლისათვის მიანიჭეს.
კაილაშ სატიარტიმ თავისი ცხოვრება იმ ბავშვთა უფლებებისათვის ბრძოლას მიუძღვნა, რომლებიც იძულებულნი არიან იმუშაონ იმისათვის რათა იცხოვრონ.
მალალა იუსუფზაი კი ცნობილია იმით, რომ მთელს მსოფლიოში გამოდის იმისათვის, რომ ყველა გოგონას განათლების უფლება ჰქონდეს, რისთვისაც ავღანეთში თალიბებმა მისი მოკვლა სცადეს.
კაილაშ სატიარტი ბავშვთა უფლებებისათვის უკვე ოც წელზე მეტია იბრძვის. მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ "ბაჩპან ბაჩაო ანდოლანმა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მონური პირობებისაგან 80 ათასზე მეტი ბავშვის გათავისუფლება შეძლო.
ყველა გათავისუფლებულ ბავშვს დაეხმარნენ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის და განათლების მიღებაში.
მალალა მსოფლიომ 2012 წელს გაიცნო. 2009 წელს პაკისტანში თალიბების მიერ კონტროლირებად ადგილას ხელისუფლებამ გოგონებისათვის სკოლაში სიარული აკრძალა. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა დაეცვა თავისი განათლების უფლება.
მან "ბი-ბი-სი" სათვის, ფსევდონიმით ბლოგის წარმოება დაიწყო, რომელიც ბავშვთა განათლების უფლებას ეხებოდა.
2012 წლის ოქტომბერში შეიარაღებულმა თალიბებმა მასზე თავდასხმა სცადეს. გოგონა გადარჩა. ახლა 17 წლის გოგონა დიდ ბრიტანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ მალალას ასევე მიღებული აქვს ანდრეი სახაროვისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიები.