თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე ბოლო პროცესი გაიმართება.
სხდომა რეპლიკის ეტაპით გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილების მისაღებად დრო უნდა განსაზღვროს.
პროკურორის ინფორმაციით, თეორიულად დასაშვებია, რომ განაჩენი დღესვე გამოიტანონ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს დრო 23 ოქტომბრამდე აქვს.
შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეში ბრალდებული არიან ივანე მერაბიშვილი, ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია.
ამავე საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაია, თუმცა მისი საქმე, საბერძნეთის სასამართლოში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე, ცალკე წარმოებად გამოიყო.
საქმეზე ასევე ბრალდებული იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელსაც აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.