ბოგდან ხმერლნიცკის ქუჩაზე 4 წლის ბავშვი მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. თვითმხილველთა განცხადებით, ბავშვი ჯერ თოკებზე დაეცა და შემდეგ ასფალტზე ჩამოვარდა.
ბავშვი გადარჩა, თუმცა ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბავშვი ქალა ტვინის ტრავმით, ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში მიიყვანეს. ექიმების განცხადებით, ამჟამად 4 წლის ნინო მარაქველიძის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.