მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც მოსკოვში იმყოფება, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, ნოღაიდელის რუსეთის საგარეო უწყებაში მისვლა დაახლობით ნახევარ საათშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ზორაბ ნოღაიდელი მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.
აღნიშნულის გარდა, საქართველოს ყოფილი პრემიერი "სახალხო დიპლომატიის" ფარგლებში რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან, აფხაზებთან და ოსებთანაც აპირებს შეხვედრის გამართვას.