პრეზიდენტმა 115 პატიმარი შეიწყალა. როგორც ჟურნალისტებთან შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა შეწყალებულთა შორის 7 არასრულწლოვანია, 4 მათგანი სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან, სამს კიშეუმცირდა. გათავისუფლებულ პატიმართა შორისაა არის ერთი ქალიც. როგორც ქორიძემ განაცხადა 115 მსჯავრდებულიდან 88 მათგანი დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიამ სულ 699 განცხადება განიხილა.