მსოფლიოს უმსხვილესმა სასტუმრო ქსელმა Hilton Worldwide Holdings Inc-მა ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო Waldorf Astoria ჩინურ კომპანია Anbang Insurance Group Ltd-ს 1,95 მლრდ დოლარად მიყიდა.
გარიგების მიხედვით, მიუხედავად ამ გასხვისებისა Hilton-ი აღნიშნული სასტუმროს მართვეს კიდევ 100 წლის განმავლობაში გააგრძელებს. იმავდროულად შენობას მასშტაბული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, რათა შენობა უფრო მიმზიდველი გახდეს.
სასტუმრო Waldorf Astoria XIX საუკუნის დასაწყისში გაიხსნა. სასტუმრო 47 სართულიანია და ის 1,4 ათას სასტუმრო ნომერს მოიცავს. სწორედ ამ სასტუმროშია გადაღებული ფილმი "ქალის სურნელი".