თურქეთში ქურთული ძალებისა და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლებს შორის მომხდარი ბრძოლების დროს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებში 14 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. ხუთ პროვინციაში კომენდანტის საათია შემოღებული. ინფორმაციას ამის შესახებ "The Guardian" ავრცელებს.
კერძოდ, გუშინ ათსობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში რათა თავისი უკმაყოფილება გამოეხატა ანკარის მთავრობის უმოქმედობის გამო. ადგილობრივმა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
მთელს თურქეთში მიმდინარე დემონსტრაციებს თან ახლდა ქურთების დემონსტრაციები სხვა ადგილებშიც, მათ შორის ბრიუსელში ევროპარლამენტში. საპროტესტო აქციის მონაწლეები ევროკავშირის ქვეყნებიდან "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებთან უფრო აქტიურად ბრძოლას მოითხოვენ.
ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს აქვს შესაძლებლონა თურქეთში სახმელეთო ჯარები შეიყვანოს.
მასალის გამოყენების პირობები