დღეს, 8 ოქტომბერს, 12:30 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და „საზოგადოებრივი დამცველი" ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციელთა მიერ მოქალაქე გიორგი ცომაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებს გააცნობენ.