დღეს, 8 ოქტომბერს, საბერძნეთის სასამართლო კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. წინა პროცესზე, რომელიც 6 ოქტომბერს გაიმართა, მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა.
,,სასამართლო პროცესი გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, იყო მხარეების მოსმენა. მოსამართლემ გამოცხადა, რომ დათა ახალაიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ოთხშაბათს იქნება. ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადაციასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და არ დააკმაყოფილებს საქართველოს მხარის მოთხოვნას ექსტრადიციის თაობაზე", _განაცხადა ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტერიოპოლუსმა.
კუდ-ის ყოფილი უფროსი საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ის საბერძნეთიდან იტალიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 000 ევროს გადახდა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს.