კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირების საკითხზე საბერძნეთის სასამართლო გადაწყვეტილებას, 8 ოქტომბერს, ოთხშაბათს მიიღებს.
დღევანდელ პროცესზე კი როგორც ახალაიას ბერძენმა ადვოკატმა განაცხადა მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა.
,,სასამართლო პროცესი დღეს გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, იყო მხარეების მოსმენა. Mმოსამართლემ გამოცხადა, რომ დატა ახალაიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ოთხშაბათს იქნება. Eეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადაციასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და არ დააკმაყოფილებს საქართველოს მხარის მოთხოვნას ექსტრადიციის თაობაზე", _განაცხადა ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტერიოპოლუსმა.
კუდ-ის ყოფილი უფროსი საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ის საბერძნეთიდან იტალიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 000 ევროს გადახდა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს.