,,სადახლო-საავტომობილოს'' საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სომხეთიდან საქართველოს მოქალაქე ჯ.ჯ. შემოვიდა, რომელსაც საბაჟო დათვალიერებისას (ფეხსაცმელში) ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, წონით 224,77გრ. აღმოაჩნდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე დღეს, „ნინოწმინდას'' საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში სომხეთიდან საქართველოს მოქალაქე რ.მ. შემოვიდა. მას დათვალიერებისას 10 კაფსულა ფსიქოტროპული ნითიერების შემცველი მედიკამენტი „ლირიკა" აღმოაჩნდა.
გამოვლენილი ფაქტების შესახებ მასალები, შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურსა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცათ.