თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე მსჯელობა განახლდება.
ამჯერად, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხებიან.
წინა პროცესზე სკაიპის საშუალებით კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას დაკითვა იგეგმებოდა, რომელიც ამ საქმეში დაცვის მხარის მოწმეა, თუმცა დაკითხვა გადაიდო. არ არის გამორიცხული, რომ მისი დაკითხვა დღესაც გადაიდოს, რადგან დღეს საბერძნეთის სასამართლო დათა ახალიას ექსტრადირების საკითხს იხილავს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად ბრალდებულები არიან გიორგი მაზმიშვილი, მეგის და ლევან ქარდავები. გამოძიება ბაჩო ახალაიას, გაქცევის ორგანიზების აღიარების მიზნით, პატიმართა ფიზიკურ ზეწოლას ედავება. გამოძების ინფორმაციით 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია წინასწარ იყო დადგმული.