მეტროსადგურ " 300 არაგველში" მატარებელმა მამაკაცი გაიტანა. ლიანდაგში 50 წლამდე მამაკაცი ჩავარდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით,ლიანდაგში ჩავარდნილ მამაკაცს, მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო სამედიცნო დახმარების ჯგუფები, მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. მეტროს მოძრაობა ამ დრომდე შეწყვეტილია.