გიორგი პაპუაშვილმა იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა-დისკუსია იაპონიის წამყვან კვლევით ინსტიტუტ „გლობალ ფორუმში", რომელსაც ესწრებოდნენ როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე წამყვანი ექსპერტები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ წაიკითხა საჯარო ლექცია ევროპულ სამართლებრივ სისტემასა და საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს როლის შესახებ, ბოლო წლებში გატარებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობისა და დაახლოების საკითხებზე. კითხვები ასევე შეეხო რუსეთთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.