პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცახდა შსს წარმომადგენლებს მომავალ კვირას შეხვდება.
,,მოვისმინე მათი არგუმენტები, რომელშიც არის ძალიან ბევრი სიმართლე როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მე შევხვდები, სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ჩვენ მათ მოვიწვევთ შეხვედრაზე და მათ პოზიციასაც მოვისმენთ, რის შედეგადაც ჩამომიყალიბდება უფრო კონპეტენტური პოზიცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.