ანტიტეროტოსტული ოპერაციის ჩატარების განმავლობაში ეროვნული გვარდიიდან და შს სამინისტროს ბატალიონებიდან დაღუპულია 134 მებრძოლი, დაჭრილია 628. ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის თანხლებით უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მიხედვით, დაღუპულთაგან 68 შს სამინისტროს თანამშრომელია 66 კი ნაციონალური გვარდიის მებრძოლი.
„ტყვედ ჩავარდნილია 160 ძალოვანი, მათ შორის შს სამინისტროს 5 თანამშრომელი და 155 ნაციონალური გვარდიიდ წევრი",_ წერს ავაკოვი.
მისივე ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 90 მებრძოლი ითვლება. მათ შორის 31 შს სამინისტროს თანამშრომელია, 59 კი ნაციონალური გვარდიის წევრი.
ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების განმავლობაში დაჭრილია 628 ადამიანი. მათ შორის 273 შს სამინისტროს თანამშრომელი და 355 ნაციონალური გვარდიის წევრი.
პროტეზირება 14 მებრძოლს სჭირდება.