ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ოჯახი დაზარალდა.
შემთხვევის შედეგად, ასევე მძიმედ დაშავდა 29 წლის კაცი. იგი ამ დროისთვის ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში იმყოფება.
ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სხეულის 90%-იანი დამწვრობა აქვს.
დაზარალებულთა განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ერთ-ერთი კედელი გაანგრია.
მიმდინარეობს აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
მასალის გამოყენების პირობები