youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცავლების საქმეს ეხებოდა თურქეთის რესპუბლიკიდან აიტვირთა. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოში პროკურორმა რევაზ ნადიმ განაცხადა.
,,ჩვენ გავაგზავნეთ შუამდგომლობა ,,youtube"-ს სათო ოფისში, აღნიშნული მასალის მფლობელზე ინფორმაციის დადგენის მიზნით. ჩვენ მივიღეთ შესაბამისი პასუხი, დაგდგენილია, რომ ვიდეომასალა ატვირთულია თურქეთის რესპუბლიკიდან. კონკრეტულ ქალაქს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. უახლოეს პერიოდში კი ველოდებით დამატებით ინფორმაციას ამ მასალის თაობაზე", -განაცხადა რევაზ ნადოიმ.
შეგახსენებთ, რომ კადრები ვიდეო პორტალ იუთუბზე 19 მარტს გავრცელდა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". ინტერნეტში ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, რომელიც სავარაუდოდ ახალი დარეგისტრირებულია.