პატიმრების მორიგი შეწყალებისთვის მზადების პროცესი დაიწყო. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კომისიამ 312 მსჯავრდებულის განცხადება განიხილა.
მისივე განმარტებით, შეწყალებას ითხოვენ მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებიც.
,, უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან ის პირადად გაეცნობა მასალებს და ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას", _აცხადებს ქორიძე.