მსოფლიოს მოჩვენების ქალაქთაგან ერთ-ერთი, რომელიც თურქეთში მდებარეობს და 100 წლის წინ იქნა მიტოვებული, შესაძლოა ტურისტულ ცენტრად გადაკეთდეს.
იმისათვის, რომ ქალაქით უშიშარი ტურისტების დაინტერესება მოხდეს, თურქეთის მთავრობამ ქალაქი "გასაყიდად" გამოიტანა. საუბარია, 49 წლის ვადით, ქალაქის იჯარით გაცემაზე.
ქალაქის ტურისტულად მიმზიდველ ობიექტად ქცევას დაახლოებით, 10 მლნ ევრო ესაჭიროება. პროექტის განხორციელებით ორი კომპანია უკვე დაინტერესებულია.
აუქციონი 23 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები