დღეს, 27 ოქტომბერს, მადრიდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ნიკა გილაური მონაწილეობას მიიღებს ესპანეთში დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმზე და ესპანელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ ვითარებას გააცნობს.
ნიკა გილაური უკვე შეხვდა ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს. ნიკა გილაური მადრიდის უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა და ეკონომიკის საკითხზე ლექცია წაიკიღხა.
"საქართველოსადმი დიდი ინტერესეი გამოიხატა. საკმაოდ ბევრი ცნობილი ბიზნესმენი მოდის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას შეეხება. იმედი მაქვს, რომ მათ დავაეწმუნებ იმაში, რომ საქართველოში მათი ინვესტიციების განხორციერლება მომგებიანი იქნება. ანუ ჩემი მთავარი მიმართვა მათდამი იქნება, რომ გავაცნო საქართველოს ეკონომიკური რეალობა, იმისათვის, რომ მათი ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.