დიღომში უბედური შემთხვევა მოხდა. სტადიონის კარის გადმოვარდნის შედეგად 9 წლის გიორგი ქინქლაძე დაიღუპა.
თვითმხილველთა თქმით, ბავშვი კარს ჩამოეკიდა, კარი ჩამოვარდა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.
სტადიონის მეთვალყურის განცხადებით, კარი სათამაშო მოედანზე მუდმივად ჯაჭვით იყო დაბმული, თუმცა წუხელ ჯაჭვი უცნობმა პირებმა მოხსნეს.
კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას განცხადებით, ბავშვის დაკრძალვის ხარჯებს მერია გაიღებს.