დღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იგი 71 წლის გახდებოდა.
ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობის 86 %-მა 1991 წლის 26 მაისს აირჩია. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება.
საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი ჩაატარა. რეფერენდუმის შეკითხვას _ "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" _ საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის (მათ შორის აფხაზებისა და ოსების) 98 %-მა დადებითი პასუხი გასცა. ამის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გამსახურდია ქვეყანას სულ რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა. მან პოსტი 1992 წლის 6 იანვარს დატოვა.