ნატოს წევრი შვიდი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, დანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები სწრაფი რეაგირების ძალებს შექმნიან. ეს იქნება ამ სახელმწიფოების საპასუხო ქმედება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. სწრაფი რეაგირების ძალებში მინიმუმ 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაერთიანდება.
სწრაფი რეაგირების ძალებში გაერთიანების სურვილი გამოთქვა კანადამაც.
სავარუდოდ, სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე განცხადება უელსის სამიტის ფარგლებში გაკეთდება, სამიტის მასპინძლის - დევიდ კემერონის მიერ.
ასეთი ძალების შექმნის მიზანს წარმოადგენს - შეიქმნას სრულად ფუნქციონირებადი არმია, დივიზიის მოცულობით, სწრაფი რეაგირებისთვის და მუდმივი სწავლების პროცესით.
მის შემადგენლობაში იქნება საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო დანაყოფები. ძალებს მეთაურობას ბრიტანელები გაუწევენ.