დღეს, 27 ოქტომბერს, 09:00-18:00 საათზე, "შერატონ მეტეხი პალასში" კლიმატის ცვლილების კვირეულის (24-31 ოქტომბერი) ფარგლებში რეგიონული კონფერენცია გაიმართება. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, ჰოლანიური ორგანიზაცია - ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის (ჭEჩF), კავკასიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრი აწყობენ სამხრეთ კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა რეგიონალურ კონფერენციას თემაზე: "სამხრეთ კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების და მისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ~.
რეგიონალური კონფერენციის მიზანია, სამხრეთ კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა შესაძლებლობების გაძლიერება, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით, ასევე ერთობლივი პოზიციის მომზადება კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-15 კონფერენციისთვის (COP-15), რომელიც ჩატარდება კოპენჰაგენში მიმდინარე წლის დეკემბერში. კლიმატის კვირეულის მიმდინარეობაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
კონფერენციას გახსნის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე.