ბელარუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს არ სურს, რომ მისი მოქალაქეები დონბასში, პუტინისთვის, დაიღუპონ. ასე აფასებს ექსპერტთა ჯგუფი ბოლო დროს ბელარუსიის მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას „უკრაინელი სეპარატისტების" მიერ ბელარუსიის მოქალაქეების შესაძლო გადაბირების შესახებ.
ბელარუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საკუთარ თანამოქალაქეებს აფრთხილებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ - „დაქირავებული პირის" თაობაზე, რომელიც სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში იყო უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის, ბელარუსიის მოქალაქების გადაბირების არაერთი მცდელობა.