რუსეთი აგრძელებს დონბასელი ტერორისტების იარაღით მომარაგებას. შესაბამისი განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დაფიქსირებულია ტერორისტებისთვის „გრადის" გადაცემის ფაქტი.
„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, სოფელ დიაკოვოდან, უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდა სამხედრო ტექნიკა, რომელშიც 3 სარაკეტო სისტემა „გრადია", - განაცხადა ლისენკომ.