უკრაინაში, ლუგანსკის მხარეში, ტერორიტებმა სამხედრო თვითმფრინავი მიგ-29 ჩამოაგდეს.
უკრაინის ანტიტერორისტული ძალიების სპიკერის ლეონიდ მატიუხინის განცხადებით, ავიაგამანადგურებელი ჩამოგდებულია სამხედრო დავალების შესრულების შემდეგ. მფრინავმა მოასწრო კატაპულტირება.
„სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მფრინავი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი", - განაცხადა სპიკერმა.
შეგახსნებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ტერორისტებმა მიგ-29 ტიპის თვითმფრინავი და მი-8 ტიპის სანიტარული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.