7 დეკემბერს, თბილისში გრიგორი ლეპსი იმღერებს. კონცერტის ორგანიზატორი საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანია „ტრიდა პრომოუშენია". აღშანიშნავია, რომ ლეპსის კონცერტი საქართელოში პირველად ტადება და ის 7 დეკემბერს 20:00 საათზე, სპორტის სასახლეში შდგება. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 40 ლარიდან 350 ლარამდეა.
როგორც კონცერტის ორგანიზატორები განმარტავენ, პირველად საქართველოში კონცერტი ჩატარდება საერთაშორისო დონის, უმაღლესი ხარისხის აპარატურით. სპეციალურად კონცერტისთვის იცვლება სპორტის სასახლის დარბაზის განლაგება, რის შედეგადაც დამონტაჟდება სპეც. აპარატურა ხმის მშთანთქავი ეკრანით, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის ხმის ჟღერადობას. სპორტის სასახლეში გამართული კონცერტების ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ხმის ხარისხზე.
წარმოშობით ქართველი, ქ. სოჭში დაბადებული გრიგორი ლეპსი დღეისათვის წარმოადგენს პირველი ეშელონის ტოპ შემსრულებელს, რომელიც გაყიდული დისკების რაოდენობით წელს მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამით აიხსნება ბილეთების მაღალი ფასი, თუმცა ლეპსის თბილისის კონცერტი წარმოადგენს იმ იშვიათ შემთხვევას, როცა საქართველოში ჩამოდის ტოპ შემსრულებელი თავისი შემოქმედების ზენიტში.