უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის მხარის ქალაქ ჟდანოვკა გაათავისუფლეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პორიშენკო თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებულია დონეცკის მხარის ქალაქი ჟდანოვკა. დიდება უკრაინას", - წერს პოროშენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე.