უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ განადგურებულია. საარტილერიო ცეცხლის შედეგად, რუსული სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ტექნიკის მომსახურე პირების დიდი რაოდენობა განადგურებულია.
გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოში ადასტურებენ.
უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე გადმოსვლის მომენტიდან, რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება მკაცრად კონტროლდებოდა დაზვერვის მიერ.
„განხორციელდა შესაბამისი აქტიური ქმედებები და კოლონის ნაწილი უკვე არ არსებობს", - განაცხადა ლისენკომ.
მისი თქმით, არ არსებობს შესაძლებლობა პირდაპირ საზღვარზე განადგურდეს მტრის ტექნიკა, რადგანაც იქ აქტიურად მუშაობენ რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები.
„ამიტომაც ტექნიკას ვუშვებთ სიღრმეში და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მისი განადგურება", - განაცხადა ლისენკომ.
მისივე გამარტებით, უკრაინის ტერიტორიაზე შემოსული ყველა კოლონა დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მათ გასანადგურებლად, შესაბამის მომენტში, ამოქმედდება საჭირო ტაქტიკა.