ნატო ადასტურებს, რომ რუსეთის ტერიტორიიდნ უკრაინაში ბრონირებული სამხედრო კოლონა შევიდა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ჯავშანტექნიკის კოლონის შესვლა უკრაინის ტერიტიტორიაზე არაორაზროვნად ადასტურებს, რომ რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზირებას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა თავი შეიკავა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის „შეჭრის" კლასიფიკაციის მინიჭებისგან.