ევროკავშირის ელჩი რუსეთში ვიგაუდას უშაცკასი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და ევროკავშირის შეხვედრები ენერგეტიკის საკითხზე და რუსეთ-უკრაინისა და ევროკავშირის შეხვედრები ვაჭრობის სფეროში საშუალების მომცემი იქნება იმისა, რომ მომზადდეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზუსთან.
„ძველია ახლა თქვა თუ სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა. ცხადია, რომ ის სამუსაო რეჟიმშია მოსამზადებელი. შეხვედრები რომლებიც 29 აგვისტოსა და 12 სექტემბერს უნდა გაიმართოს მოამზადებენ ნიადაგს მომავალი სამმხრივი შეხვედრისათვის",_ განაცხადა უშაცკასმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, გუშინ ბაროზუსა და პუტინს შორის მიღწეულია თანხმობა ამგვარი სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები