თურქეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა მათ წინააღმდეგ ვინც უკრაინის ტერტორიულ წყლებს არღვევს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ გააკეთა.
„საზღვაო სივრცეში ისევე როგორც საჰაეროში, ყირიმი - ეს უკრაინის ტერიტორიაა. ჩვენ ახლა ვემზადებით დავისათვის საერთაშორისო ტრიბუნალში საზღვაო სამართალში პორტებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის უკანონოდ ხელში ჩაგდების შესახებ",_ განაცხადა მან.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს ჩიკაგოს კონვერციას, იმიტომ, რომ ყირიმის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავები შემოდიან.
მისივე თქმით, უკრაინული მხარის საპრეტენზიო თანხა 300 მილიონ გრივნას აღწევს.
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყირიმის თავზე მდებარე საჰაერო სივრცე უკრაინის ტერიტორიაა. ამიტომაც სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი იქნება",_ განაცხადა პეტრენკომ.