უკრაინის პრეზიდენტრი პეტრო პოროშჩენკო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ განუცხადა თავისი მხარდაჭერის შესახებ. პრემიერი ასევე დაინტერესდა იმ ჰუმანიტარული დახმარებით, რომელიც ლუგანსკში მიერმართება.
პრეზიდენტმა მოუთხრო მას არსებული მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა ისიც, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების უკრაინული ნაწილი „წითელი ჯვრის" ფარგლებში ლუგანსკში მიემართება.
პოროშჩენკომ პრემიერთან საუბარში აღნიშნა, რომ შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის საზღვრის ღია ნაწილიდან რუსეთი აგრძელებს მძიმე ტექნიკის შეყვანას.
კემერონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა ფინანსურად მხარი დაუჭიროს უკრაინას გაეროს მიერ უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერს პროგრამის ფარგლებში და ამისათვის ერთი მილიარდი ფუნტი-სტერლინგი გამოყოს.